წესდება - პრემია ელისო
ყოველი საკონკურსო წლისთვის ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს წევრები არჩევენ ჟიურის წევრებს.
ჟიური შედგება ქართველი და საერთაშორისო 5 კინოპროფესიონალისგან.
ყოველწლიურად ცხადდება ღია კონკურსი.
შემოსულ მასალას ჟიურის წევრები აფასებენ.
ჟიური ასახელებს პრემია ”ელისოს” მოცემული წლის ნომინანტებს.
ჟიური წყვეტს ნომინანტთა შორის ვის გადაეცემა ’’ელისო’’.
თვითნომინირება დაშვებულია.
კანდიდატის წარდგენა ნომინაციისთვის შეუძლია კინემატოგრაფში მომუშავე ნებისმიერ პირს.
ავტორი/ფილმის მფლობელი თუ არ წარადგენს საკუთარი ნაშრომის კანდიდატურას, აპლიკაციას თან უნდა ახლდეს ავტორის თანხმობის ხელმოწერა.
საბჭოს წევრებს არ შეუძლიათ კანდიდატის ნომინირება.
საბჭო არ ერევა ჟიურის გადაწყვეტილებებში.
პრემია ”ელისოს” ნომინაციაზე განიხილება ქართული პროდუქციის, ან კოპროდუქციის ფილმები.
პრემია ”ელისოს” 2026 წლის კონკურსში განიხილება 2025 წელს ოფიციალურად გამოსული პროფესიული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ან სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები.
ფილმის ხანგრძლივობა უნდა აღემატებოდეს 45 წუთს.
