წესდება - პრემია ელისო
ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს წევრები არჩევენ წლის ჟიურის.
ჟიური შედგება ქართველი და საერთაშორისო 5 კინოპროფესიონალისგან.
ცხადდება კონკურსი საბჭოს წევრების მიერ შერჩეული ნომინაციებით.
შემოსულ მასალას ჟიურის წევრები აფასებენ.
ჟიური ასახელებს პრემია ”ელისოს” მოცემული წლის ნომინანტებს.
ჟიური წყვეტს ნომინანტთა შორის ვის გადაეცემა ’’ელისო’’.
თვითნომინირება დაშვებულია.
კანდიდატის წარდგენა ნომინაციისთვის შეუძლია კინემატოგრაფში მომუშავე ნებისმიერ პირს.
ავტორი თუ არ წარადგენს საკუთარი ნაშრომის კანდიდატურას, აპლიკაციას თან უნდა ახლდეს ავტორის თანხმობის ხელმოწერა.
საბჭოს წევრებს არ შეუძლიათ კანდიდატის ნომინირება.
პრემია ”ელისოს” ნომინაციაზე განიხილება ქართული პროდუქციის, ან კოპროდუქციის ფილმები.
პრემია ”ელისოს” 2025 წლის კონკურსში განიხილება 2024 წელს გამოსული ნებისმიერი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ან სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.