პრემია ელისო

დღევანდელ დღეს საქართველოში არ გვაქვს მოქმედი კინოდაჯილდოება. ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში პრემიის დაფუძნების იდეა ჯერ კიდევ 1981 წელს გაჟღერდა.ხელოვნების ნებისმიერ სფეროში დაჯილდოება განსაზღვრავს ტენდენციებს, ქმნის კლიმატს, სტიმულს აძლევს პროფესიონალებს და ზრდის სამომავლო პერსპექტივებს. პრემია “ელისო” ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია, რომელიც 2024 წლის 14 ივნისს ლიმიტირებული ნომინაციებით გაიმართება.

რატომ ელისო?
ელისო ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას – ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართული მუნჯი ფილმებში ტენდენციურად ქალი ფიგურა ჩაგრულია-მსხვერპლია, მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ელისოს შემსრულებელი, ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილია.

პარტნიორები