„ნატო ვაჩნაძის ფონდი” კინემატოგრაფისტების და ოჯახის წერვების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობაა.
მისია
ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირიშია ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია.
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან პარტნიორობით სამომავლოდ სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი; ვორკშოფების, ლექციების და რეზიდენციების ჩატარება, კინოჩვენებების მოწყობა, უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა და სხვა.